02:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 11:09:41, 2267 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის პირველი და მესამე მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და მათ პროგრამული ხედვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მოქალაქეებმა  მაჟორიტარობის კანდიდატთან უბნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვეს საბავშვო ბაღისა და სკვერების საჭიროებას.  

ავთანდილ ცინცაძის თქმით, საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს. 

„დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის. ჩემი ამოცანაა, თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევუდგე იმ საკითხების მოგვარებას, რომელიც თქვენ გამიზიარეთ“ - განუცხადა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics