|
2017-09-23 10:37:57, 2412 ნახვა
პოლიტიკა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუდლაუგურ თორ თორდარსონს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ისლანდიას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებას. ისინი მიესალმნენ ორ ქვეყნას შოროს საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელის პოტენციალიც, მათი შეფასებით ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიძემ ისლანდიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების ლიბერალური პოლიტიკის შესახებ, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს ისლანდიური საქმიანი წრეებისთვის. გამოითქვა დაინტერესება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ისლანდიის მხარეს, ისლანდიაში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა ისლანდიაში მიიწვია, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა გუდლაუგურ თორ თორდარსონს თბილისში უმასპინძლო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)