|
2017-09-22 18:43:08, 3860 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ერედვში, შენობა-ნაგებობებს ანგრევენ (ვიდეო)
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ერედვში, შენობა-ნაგებობებს ანგრევენ და ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდენ, - ამის შესახებ Apsny.ge იუწყება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის განვითარების" ფარგლებში, 2017 წელს ერედვის ტერიტორიას ნანგრევებისგან გაწმენდენ. მედიის ცნობით, აღნიშნული პროგრამა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს პროგრამის განხორციელებისთვის 4.2 მილიარდი რუბლი (70 მილიონი დოლარი) გამოყვეს. მთლიანობაში სეპარატისტული რეგიონის ბიუჯეტი 8.1 მილიარდ რუბლს შეადგენს. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის ვალერი კოკოევის განცხადებით, სამუშაოები იმისთვის ტარდება, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიწის დამუშავება შეძლონ. მისივე ინფორმაციით, პროგრამა 268 სახლის განადგურებას ითვალისწინებს, რომლისგანაც 163 უკვე დაანგრიეს. ცნობისთვის, ერედვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც ცხინვალიდან 5 კილომეტრშია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რუსულმა ბომბდამშენებმა რამდენიმე სოფელი დაბომბეს. ოკუპანტებმა სახლები დაწვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)