|
2015-04-29 12:54:24, 474 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის ოფისთან იპოტეკით დაზარალებულები აქციას მართავენ
სახალხო დამცველის ოფისთან იპოტეკით დაზარალებულები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახალხო დამცველი მათი პრობლემით არ დაიტერესებულა. ისინი მოითხოვენ, რომ უწყება პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს. მათივე თქმით, უსამართლო კანონები უნდა შეიცვალოს. აქციის მონაწილეები სახალხო ოფისთან რუპორებით და ტრანსფარანტებით არიან მისულები - „ნუ გამოგვყრით ქუჩაში, შეჩერდეს გამოსახლებები“. „როდესაც ქვეყანაშ მიმდინარეობს მოსახლეობის სახლებიდან გამოყრა ვანგდალური მეთოდებით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არცერთ ასეთ გამოსახლების დროს არ ჩართულა სახალხო დამცველის აპარატი. საკუთარი სახლის დაკარგვის წინაშე მოსახლეობის 90% დგას. ვითხოვთ უსამართლო კანონების შეცვლას, და რომ სწრაფად ჩაერიოს სახალხო დამცევლი ამ საქმეში. ადამიანების გამოსახლებების გამო ბევრი სუიციდის მცდელობად დაფიქსირდა, მაქვს ინფორმაცია, რომ 308 ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ამ პროლემის გამო“, – განაცხადა აქციის მონაწილე მამისია ჯაფარაშვილმა. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მათ პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს, თუმცა მათ პასუხი მიიღეს, რომ სახელმწიფო კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაში ვერ ჩაერევა. იპოთეკარების აქციას შეუერთდა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)