|
2015-04-29 11:46:04, 443 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის ანკი ბრუკერს-კნოლის შეხვედრის ძირითადი თემები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობა საქართველოსთან დინამიურია და მოიცავს მრავალ სფეროს; მათ შორის ყველაზე აქტიურია ეკონომიკური და განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად შეაფასა. ცნობისთვის, ანკი ბრუკერს-კნოლი 2013 წლიდან იკავებს ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის თანამდებობას. იგი არის ჰოლანდიის „ სახალხო პარტია - თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“ წევრი, ხოლო 1997–2003 წლებში გახლდათ ამავე პარტიის ვიცე–პრეზიდენტი. 2007 წლიდან დღემდე იგი ეროვნული სამართლის ექსპერტთა რწმუნებულთა საბჭოს წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)