|
2017-09-20 16:29:01, 3139 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს-მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. „ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია. მას აქვს საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში გახლდათ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის თანამშრომელი. წლების განმავლობაში მას ეკავა მაღალი პოზიციები კერძო სექტორში და დღემდე, მას ეკავა მაღალი თანამდებობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი და მთავარი ბანკირი.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორისთვის წარდგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. „გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს ისეთი თვისებები, როგორიც არის მაღალი კვალიფიკაცია, ასევე, მიუკერძოებლობა, პატიოსნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თვისება ახასიათებს ბატონ ირაკლის. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან თამამად წარმოგიდგინოთ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 80 ხმით აირჩია.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)