11:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 18:30:27, 2379 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას

პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას“.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ შედგა მთავარი - თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში, ის მითი, თითქოს საქართველოში ვერასდროს განსახვავებული შეხედულების ადამიანები ვერაფერზე  ვერ თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულებების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისთვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას დაიწყებ, არამედ სხვის აზრს მოისმენ.  მე იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics