|
2015-04-28 21:11:31, 586 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა
დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მარშრუტებზე სამუშაო დროის ხანგრძლივობა გაიზარდა, საღამოს საათებში დაემატა რეისები, ასევე შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები. „მოქალაქეების სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავდა და ცვლილებები შევიდა მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში. ცვლილებები შეეხო სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდი ლილოს, ორხევის დასახლებას, სოფელ ნასაგურს, სოფელ წინუბნის, ლოჭინი-ლილოს დასახლებას და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე მომუშავე მარშრუტებს. მოსახლეობის ინფორმირებისთვის, სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში გაიკვრება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)