|
2017-09-18 22:00:56, 2355 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: პარკირების პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს
„როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები,“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა. პრეზენტაციაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი. მისივე თქმით, ეს იქნება ჯამში 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომები. პრეზენტაციისას, ასევე, აღნიშნა რომ სატრანპორტო პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)