|
2015-04-28 20:03:48, 569 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა
საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში ბანგლადეშში და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა და დღეს დილიდან შეხვედრები გამართა ნეპალის გაეროს ოფისსა და ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის გზები და საშუალებები განიხილეს. საქართველოს ელჩს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან. ელჩი ასევე შეხვდა ნეპალში ტურისტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. ხვალ შეხვედრა გაიმართება საქართველოს მოქალაქეების მეორე ჯგუფთან რომლებიც ნეპალში ასევე ტურისტულად იმყოფებიან. ელჩი ასევე დაუკავშირდა ქ. კოხორაში მყოფ ქართველებს რომელთა დიდი ნაწილიც სამშობლოში 30 აპრილს დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)