|
2015-04-28 19:08:04, 381 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის უწყებას თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. უწყების ინფორმაციით, დელეგაციას, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იჰსან უიარის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები მიმდინარე წელს ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების თემასაც შეეხნენ. თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართულ შეხვედრებს თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)