10:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 09:38:23, 2304 ნახვა

მსოფლიო
მოხდება თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, ამ დრომდე უცნობია

ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გადაიგზავნა, პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა სასამართლო სხდომა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ Strana.ua-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლვოვის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადადებულიყო.

საქმე იმაშია, რომ მედიის ცნობით, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა - იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა.

რაც შეეხება იური ბილოუსს, ის ერთადერთი მოქმედი მოსამართლეა, თუმცა შვებულებაშია გასული. ბოლო საქმე ბილოუსმა 25 აგვისტოს განიხილა. სასამართოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშაობა 18 სექტემბერს უნდა განახლდეს, ვინაიდან იური ბილოუსი შვებულებიდან დაბრუნდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics