|
2017-09-16 10:52:00, 2193 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება
გუდიაშვილის სკვერი რეაბილიტირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გუდიაშვილის სკვერში გაიმართა. მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება ისტორიული უბნების რეაბილიტაცია. „წარმოვადგინეთ 10 ქუჩის დასახელება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და არჩევნების შემდეგ ამ პროექტებს განვახორციელებთ. ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტირებული ძველი თბილისი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლის შემოტანა. ეს ყველაფერი ვნახეთ აღმაშენებლის მაგალითზე,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზრდის მიზნით, გარდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და ფესტივალები დაიგეგმება. „ჩვენს დედაქალაქში ვაპირებთ საინტერესო ფესტივალების გამართვას. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მისასალმებელია და უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება. ამასთან ერთად, ძველი თბილისის რეაბილიტაციით ადამიანები მეტად დაინტერესდებიან. ტურისტის ჩამოსვლით უფრო მეტი შემოსავალი ჩნდება ბიუჯეტში, ადამიანებს მეტი შემოსავალი უჩნდებათ, ქალაქში ცხოვრება კი მეტად საინტერესო ხდება“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. „შეიძლება ეს პირდაპირ მერიის მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრამების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკის სამინისტროს აქვს წამოწყებული მეტი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი დღესვე კრწანისისა და ხეივნის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობისა და სამშენებლო სტანდარტის საკითხებს. (NS)
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)