22:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 14:10:27, 2118 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს წევრობისთვის, პირველად ლგბტ თემის წარმომადგენელი იბრძოლებს

დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის, საქართველოში პირველად ლგბტ თემის წარმომაადგენელი ნინო ბოლვაძე იბრძოლებს. 

ნინო ბოლვაძე არჩევნებში "რესპუბლიკურ პარტიის" სახელით იღებს მონაწილეობას. 

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნინო ბოლბაძისა და "რესპუბლიკელების" ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. მისივე თქმით, ბოლვაძე პირველი იყო ვინც პარტიის ინიციატივას გამოეხმაურა.

"ბოლვაძე პირველი გამოეხმაურა ინიციატივას, როცა მოვუწოდეთ ყველა ადამიანს, პარტიულ თუ უპარტიოს, ვისაც სურდა წვლილი შეეტანა ქალაქის განვითარებაში, ყოფილიყო ჩვენ გვერდით თვითმმართველობის არჩევნებზე. მის წარმატებაში დარწმუნებულები ვართ", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დღეს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეული წარადგინა. 


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics