|
2017-09-15 13:54:20, 2044 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვიზუალურ სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას
შემუშავდება ქალაქის ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში აქამდე არ ყოფილა დამკვიდრებული - ამის შესახებ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქუჩების იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს. ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას. „ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიან ბევრ იმაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არის გამოყენებული - ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ. ურბანული განვითარების პოლიტიკა დღეს კახა კალაძემ და მისმა გუნდმა ურბანისტებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს წარუდგინა. პრეზენტაციას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
(NS)
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)