|
2015-04-28 16:56:44, 431 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პრემიერის კადრების ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდება
გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამჟამინდელი პრემიერის კადრების ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდებოდეს. „ეს არის კლანებს შორის გადანაწილება. ერთი რამ, რაც შეიმჩნევა, უშუალოდ ღარიბაშვილის კადრების მოცილება ხდება და პირადად ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანებით ხდება ჩანაცვლება. ვისთანაც მას პირადი ურთიერთობა აქვს, პირადად აქვს გამოცდილება მათთან თანამშრომლობის, ანუ ვასალის ვასალი მას არ სჭირდება, მას სჭირდება უშუალოდ ვასალები“, - განაცხადა სერგო რატიანმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომლებიც უშუალოდ მოქმედ პრემიერმინისტრთან ხოკრიშვილის კავშირს ადასტურებს. მათივე შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სამინისტრო იყო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოქმედი მთავრობა წავიდეს და ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები მოამზადოს. შეგახსენებთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. როგორც ხოკრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)