|
2017-09-15 12:15:36, 2182 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარზე დგომა უწევთ, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარფის საბაჟოზე გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან რიგები არ არის. მინისტრის განმარტებით, სარფის საბაჟოზე ონლაინ კამერებია ჩართული, რაც დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას ნახოს თუ რა ხდება საქართველოს მხარეს. "ჩვენ მხარეს არ არის არანაირი რიგები. ჩართული გვაქვს ონლაინ კამერები და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს თუ რა ხდება საქართველოს მხარეს. ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ არ შეწუხდნენ. ჩემს პირველ მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის ელჩთან ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა იქნება უკვე საბაჟოს ხელმძღვანელების დონეზე, რათა თურქულმა მხარემ მაქსიმალურად დააჩქაროს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ისე, რომ მშენებლობის პროცესში მათ მხარეს შეიძლება იყოს შეფერხება. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ვეხმარებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟოზე პრობლემები იყო და საბაჟო შეფერხებით მუშოაბდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)