|
2017-09-14 16:41:28, 930 ნახვა
რეგიონი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კორპუსი ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რებილიტირებული კორპუსი ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. დღეს, საავადმყოფოს A კორპუსი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა და ქ. ბურსას დეპუტატმა და თუქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხუსეინ შაჰინმა დაათვალიერეს. ინფექციური საავადმყოფოს კეთილმოწყობითი სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისაა და კოორდინაცის სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. დასასრულს უახლოვდება შენობის სამედიცინო და საოფისე ინვენტარით აღჭურვა. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩატარდა რემონტი, მაგრამ დაწესებუელბა მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)