10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 16:21:08, 409 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტი ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არ უნდა იყოს დაკომპლექტებული

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პლურალისტური პოლიტიკური ველი შეიქმნება. 

ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლის ნების საფუძველზე, რაც მისივე შეფასებით, წინ გადადგმული ნაბიჯია. 

„ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც ჩვენ უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით, როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი , სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრების ლაიტმოტივი, ბუნებრივია, არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის ეს არის ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის სტაბილურობის თემა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics