|
2015-04-28 15:10:13, 607 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია დასრულდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია დამთავრდა. აქციას „მშობელთა საინიციატივო“ ჯგუფი მართავდა. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს, რომლის თანახმადაც, ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე 6 წელი უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ ბავშვს, რომელსაც სასწავლო წლის დაწყებიდან უახლოეს პერიოდში უსრულდება 6 წელი, სკოლაში შესვლის საშუალება მიეცეს. აქციის წევრებმა პარლამენტისთვის მიმართვა მოამზადეს, რომ ხვალინდელ კენჭისყრაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)