08:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:05:22, 2702 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდაში „ირმას“ 9 ადამიანი ემსხვერპლა - 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ირმას“ 9 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,  სტიქიამ ყველაზე მეტად შტატი ფლორიდა დააზარალა. 

ფლორიდაში, "ირმას" გამო ელექტროენერგია 6,5 მილიონ აბონენტს არ მიეწოდება. 

ფლორიდაში, ქარიშხალის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა. 

ცნობისთვის, „ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა და საშიშროების მე-5 საფეხურიდან პირველზე ჩამოვიდა. ამასთან, მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება. 

სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics