|
2017-09-12 05:54:26, 2286 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ბევრად მეტი იყოს. როგორც მან თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო იმსახურებს მეტ მხარდაჭერას როგორც ნატოს ისე ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ დავიცვათ ფასეულობები და დავუპირისპირდეთ რუსულ ზეგავლენას, ვისურვებდი მხარდაჭერა ყოფილიყო 20- ჯერ მეტი, მაგრამ ვაცნობიერებთ არსებულ გარემოს და უნდა ვიყოთ მოთმინებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე განმარტებით, მხარდაჭერის გაძლიერებაში გულისხმობს უფრო ინტერსიურ თანამშრომლობსა და პარტნიორობას. „გადაწყვეტილება ისევ სტაბილურია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მაგრამ 2008 წლიდან მოყოლებული უფრო აქტიური ნაბიჯები შეიძლება გადადგმულიყო“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ არ მოხდა ისეთივე რეაგირება რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული უკრაინასთან მიმართებაში. „სამწუხაროდ არ არის ბევრი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ჩვენს საერთაშორისო მექანიზმების ნაკრებშია დარჩენილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კარგია, მაგრამ გარემოს გასაკონტროლებლად ალბათ სხვა მექანიზმებიც დაგვეხმარებოდა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს დროდადრო საქართველოს გამძლეობა შეარყიოს. „ჩვენი ქვეყნის და ერის გამძლეობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ არასდროს ვიყოთ მზად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები იმ გაგებით, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)