10:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 06:39:35, 2122 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: იმდენად ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ ჩემს დაკავებას უკრაინაში, გადაწყვიტეს, პოლონეთში მძევლების დახმარებით დამაკავონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად კვლავ მატარებელში იმყოფება. მისი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინას მთელი მსოფლიოს თვალში სასაცილო მდგომარეობაში აყენებს:

„მრავალ  ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი სიტუაცია მაქვს ნანახი, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არ მინახავს, პოროშენკო უკრაინას აყენებს სასაცილო მდგომარეობაში მთელი მსოფლიოს წინაშე. მას შემდეგ, რაც უკრაინას მისცეს უვიზო რეჟიმი ის იმაზე უარესად იქცევა, ვიდრე იანუკოვიჩი. იმდენად შეშინებულია, უკვე დაკარგა საღი აზროვნება, იმდენად ეშინიათ იმის, რომ ვერ შეძლებენ ჩემს დაკავებას უკრაინის ტერიტორიაზე, გადაწყვიტეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მძევლების დახმარებით მოახდინონ ჩემი დაკავება. იმდენად არ სჯერათ თავიანთი მესაზღვრეების, თავიანთი ხალხის“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა  გასცა ბრძანება, არ დაიძრას მატარებელი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს მას.

ცნობისთვის,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მატარებლით აპირებს.

ექს პრეზიდენტის  განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics