|
2015-04-28 11:34:07, 835 ნახვა
ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსი" 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა
“ელიტ ელექტრონიქსი” 100 წარმოდგენილ კომპანიას შორის 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა. “ელიტ ელექტრონიქსი” მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. Global Idea-ს, გაზეთი The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის 2014 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეათე საიუბილეო ცერემონიაზე „ელიტ ელექტრონიქსი“, 200-მდე ექსპერტის შეფასებით, ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" - ოქროს ბრენდად დასახელდა. „ეს კომპანიის დიდი შრომის დამსახურებაა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას და ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებაზე, დღეს “ელიტ ელექტრონიქსი” ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელია საქართველოში, სადაც მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის ტექნიკაა წარმოდგენილი“, - აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში“. კომპანიისთვის 2014 წელი წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს მასშტაბით სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზიები გაიხსნა. წელს კომპანიამ გააფართოვა მაღაზია ბათუმში, რომელიც რეგიონში პირველი მულტიბრენდული მაღაზიაა, ასევე სხვა დიდ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად მაისის დასაწყისში თბილისში ქავთარაძის #1-ში მულტიბრენდულ და უნიკალური კონცეფციის მაღაზიას გახსნის, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია იქნება. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო პირობა ტექნიკის შეძენისას, რაც გულისხმობს ბავშვთა გასართობი კუთხისა და კაფეტერიის შეთავაზებას, მომსახურების მაღალ დონეს და საგარანტიო პირობებს. აგრეთვე, სს "ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წელს გეგმავს საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიების განახლებას და ბაზარზე ახალი კონცეფციის მომსახურების დანერგვას. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო პირობა ტექნიკის შეძენისას. უკვე 18 წელია რაც "ელიტ ელექტრონიქსი" ბაზრის ლიდერია ტექნიკის სფეროში. მიმდინარე წელს კი აღნიშნული პოზიციის გამყარებას ინოვაციური პროექტებითა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით გეგმავს.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)