|
2017-09-07 01:49:40, 2181 ნახვა
კომენტარი
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ მომავალი წლისთვის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობისთვის მზად იქნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის რიკოთის მონაკვეთის საბოლოო დიზაინი ზუსტდება. ამასთან, რაც შეეხება ოსიაური-ჩუმათელეთის ორ მონაკვეთს, კვირიკაშვილის განცხადებით, მშენებლობა უკვე დაწყებულია. ”მინდა შევეხო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხს. ჩვენ კარგი ტემპით მივდივართ წინ. იწყება უკვე მშენებლობა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის მერეც იწყება რიკოთის მონაკვეთი. კონკრეტულად ამ მონაკვეთის ღირებულება არის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდე და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს იქნება 55 კილომეტრამდე 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი და აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის და მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ. არ გვაქვს ჩამორჩენა აღებულ სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან. ამიტომ, მე მინდა მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითრების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, ეს ძალიან მისასალმებელია“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)