09:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 09:17:40, 521 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიური როლი აქვს და ეს ნათლად გამოჩნდა

„ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიური როლი აქვს, ეს ნათლად გამოჩნდა, ეს არ არის ტრადიციული ფორმა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.

მისივე თქმით,  დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იმართება.

„დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იმართება, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება ხან ერთი ფორმით ხდება, ხან მეორეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში გადავდგათ ძალიან მკვეთრი ნაბიჯები დემოკრატიის გაღრმავებისკენ. მე მგონი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აქტიური როლი პოლიტიკაში და ეს ნათლად გამოჩნდა, ეს არ არის ტრადიციული ფორმა. გამომდინარე იმ საჯარო განცხადებებიდან, რომელიც გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩართულა, თუნდაც ალასანიას გათავისუფლება და ეს ყველამ იცოდა, რომ ის ჩართული იყო. არის პოლიტიკური თემები, რომელშიც ის ერთვება, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად რეგულარულია ეს პროცესი, ეს „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics