|
2015-04-27 19:30:15, 649 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ორივე ხიდი 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების მარჯვენა მიმართულებაც 27 აპრილს 23:00 საათიდან 10 დღით დაიკეტება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი. ამასთან, რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)