|
2015-04-27 17:47:25, 812 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გაერო-ს გლობალურ კამპანიას − „N მე მივეკუთვნები“ უერთდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) სიმონე ვოლკენი, ხვალ, 14:00 საათზე, იუსტიციის სახლში კამპანიას - „N მე მივეკუთვნები“ გახსნიან. კამპანიის ფარგლებში, საქართველო გაერო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ის მდგომარეობა, როდესაც პირები არცერთ ქვეყანას არ მიეკუთვნებიან. საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში არის წარმატებული მაგალითი იმ ქვეყნების მთავრობებს შორის, რომლებიც მოქალაქეობის არქონის პრობლემასთან გამკლავებას სცდილობენ. საქართველო გაეროს ყველა იმ კონვენციის მონაწილეა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არქონის შემცირებას. ადგილობრივი კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კანონები მიღებულია მოქალაქეობის არმქონე პირთა სასარგებლოდ. 2015 წელს კი ქვეყანა მოქალაქეობის შესახებ ევროპის საბჭოს 1997 წლის კონვენციას მიუერთდება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)