|
2017-09-04 05:43:57, 2930 ნახვა
კომენტარი
ნიკოლოზ სირაძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, სოფელ ართანასთან არსებული ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც სირაძემ აღნიშნა, საგანგებო შტაბის წევრებმა ართანას მიმდებარე ტერიტორიის საკონტროლო შემოფრენა უკვე განახორციელეს. მისივე განმარტებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. "შტაბის წევრებმა ართანას მიმდებარე ტერიტორიის საკონტროლო შემოფრენა განვახორციელეთ. ჩვენი მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ ხანძრის ქრობას და ნიადაგის დამუშავებას. არის რამდენიმე ღია კერა, რომელზეც შესაბამისი მოქმედებები ხორციელდება. გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ართანას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მხრიდან ხორციელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები. ვერტმფრენის მეშვეობით გადავიყვანეთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მეხანძრე მაშველები ხანძრის ეპიცენტრამდე. მეხანძრე-მაშველებმა ზედმიწევნით იციან ადგილობრივი ტერიტორია, რაც მათ მუშაობას უადვილებს. დაახლოებით 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ქვემოდან მიიწევს კერამდე და ახდენს ლოკალიზებას აღნიშნული კერის. არის ძალიან რთული რელიეფი, რაც ძალიან გვიშლის ხელს სამუშაოში. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. ვცდილობთ ეს ლოკალიზება შემჭიდროვებულ ვადებში მოვახდინოთ", - განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)