|
2015-04-27 16:24:49, 435 ნახვა
პოლიტიკა
სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის შეფასებით, სპორტის კუთხით სასწავლებლებში საგანგაშო მდგომარეობაა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შეფასებით, სპორტის სამინისტროს მასობრივ სპორტში სხვადასხვა თაობის მოქალაქეთა ჩაბმის მიზნით არ უზრუნია. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ მიზნით, უწყებას რეგიონებში, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით ელემენტარული პირობების შექმნის უზრუნველყოფა არ მოუხდენია. “შესაბამისად, კატასტროფულად მცირეა სპორტულ აქტივობებში ჩაბმულთა საერთო რაოდენობა. სამინისტროს 70-მილიონიანი ბიუჯეტიდან მოძრაობა „სპორტი ყველასათვის" სულ გამოყოფილია 80 ათასი ლარი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მასობრივი სპორტი სამინისტროს პრიორიტეტებში არ შედის. ამაზე მეტყველებს მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმებაც”, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, როგორც კომიტეტში აცხადებენ, ქვეყნის საჯარო და უმაღლესი სასწავლებლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფა არ ხდება და სპორტული გაკვეთილები ხშირ შემთხვევაში არ ტარდება. “ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა: მეტწილად არ ტარდება ფიზიკური აღზრდის და სპორტის გაკვეთილები, არ მუშაობს სპორტული სექციები, განიავებულია სასპორტო სპორტული ბაზები და ინვენტარი. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება და უპრეცედენტო ნიშნულს უახლოვდება უმოძრაობით გამოწვეული დაავადებით დასნეულებული მოზარდების რიცხვი, სტუდენტი ახალგაზრდობის აბსოლუტური უმეტესობა კი პრაქტიკულად მოწყვეტილია სპორტულ ცხოვრებას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ვერ შეძლო არსებითი გარდატეხის შეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში, უფრო მეტიც - მომავლისთვის გადადო ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი”, - აღნიშნულია განცხადებაში. კომიტეტის წევრების განცხადებით, სპორტისა და განათლების სამინისტროებში გაუქმებულია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული რგოლი და ამ მიმართულებით ერთი სპეციალისტიც არ მუშაობს. „2013 წელს ყაზანში გამართულ სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს მრავალრიცხოვანი სპორტული დელეგაციის (77 სპორტსმენი) მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგი - გუნდური 48-ე ადგილი (1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) ყველაზე ნათლად მეტყველებს სტუდენტთა სპორტის მიმართ სამინისტროს პოლიტიკაზე. საბოლოო სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ ტაილანდი, ჩრდილოეთ კორეა, ბოტსვანა, ვირჯინიის კუნძულები, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, არადა, ყაზანში ასპარეზობდნენ მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მოკრივეები, მოჭადრაკეები, სამბისტები, ძალოსნები. უნივერსიადაში მხოლოდ მონაწილეობა ჩვენს ბიუჯეტს რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაუჯდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)