|
2015-04-27 15:30:43, 612 ნახვა
საზოგადოება
ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილმა ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრთან აშრაფ სალმანთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრენიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო–ეგვიპტის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრი მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მიემგზავრება, სადაც ეგვიპტის დელეგაციასთან ერთად დაესწრება 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს 24-ე შეხვედრას. აშრაფ სალმანმა დიდი ინტერესი გამოთქვა 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი „TBILISI SILK ROAD FORUM“ ფორუმთან დაკავშირებით რის შესახებაც მას ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ელჩს გააცნო ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გატარებული სამუშაოები. აღინიშნა, რომ ეგვიპტის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამისათვის აუცილებლია ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენა და კორუფციასთან ბრძოლა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ა.წ. მარტში შარმ ელ–შეიხში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია და მისი შედეგები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)