|
2015-04-27 12:38:51, 591 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: პროკურატურა დღევანდელი დემოკრატიის „აქილევსის ქუსლია“, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილს
„დღევანდელი დემოკრატიის „აქილევსის ქუსლი“ არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ემორჩლება დე-ფაქტო პრემიერს ივანიშვილს“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს განცდა იმის,რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და წესრიგისთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. „აშკარაა საზოაგადოებას აქვს განცდა, რომ მეტია გასაკეთებელი იმისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში უნდა გამოიხატოს რესურსების გამოყოფაში პოლიციასა და შს სამინისტროს მიმართ. ასევე ბუნებრივია, აუცილებელია, პროფესიონალი კადრები იყვნენ დანიშნული კონკრეტულად იმ თანამდებობაზე, ვინც პასუხიმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ჩვენი დღვანდელი დემოკრატიის კონსოლიდაციის „აქილევსის ქუსლი“ არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ არის დამორჩილებული დე-ფაქტო პრემიერის ივანიშვილის ნებას“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ამასთან, ალასანიამ თავი შეიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის შეფასებისგან და აღნიშნა, რომ სამართალდაცვითი სისტემის რეფორმის აუცილებლობაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)