|
2015-04-26 14:06:50, 630 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის ორდღიანი სემინარები ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთასახლის“მოსწავლეებისთვის მესტიაში ადამიანის უფლებების შესახებ ორდღიანი სემინარები დასრულდა. ღონისძიება მესტიის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებების არსსა და კლასიფიკაციას, ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას. სემინარების მსმენელებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების საკითხი. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ვიდოემასალის საშუალებით, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის მიმდინარეობაში. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ამერიკელი მოხალისე- სარაიანგი მოსწავლეებს უფლების დაცვის საერთაშორისო სამართლერივი საშუალებების შესახებ ესაუბრა.სემინარებს მესტიის ოთხი სკოლის 27 მოსწავლე დაესწრო. დასკვნით ეტაპზე მათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამართლის ადაპტირებულისახელმძღვანელო - „სამართლის ქალაქი“ გადაეცათ. პროექტის მიზანია „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთასახლის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს 13 ქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)