04:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 18:06:41, 2628 ნახვა

სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტზე“ შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტის“ ფარგლებში შესაძლო ფინანსურ  დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით  ამ ეტაპზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში  შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე,  საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ,  დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics