|
2017-08-16 10:53:45, 750 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების დანერგვის პარალელურად. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. მას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკოტურიზმის დარგის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)