05:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 15:11:53, 2844 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა

ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გამოდმოტანა ჩინეთიდან, - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პირველმა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანის საკითხზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.

"შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დასანერგად, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მხოლოდ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რომელიც ჩინეთის ძიანგსის პროვინციას გააჩნია.

„ეს არის საკმაოდ განვითარებული პროვინცია, რომელსაც რამდენიმე ათასი კილომეტრი აქვს მაგისტრალები, რამდენიმე ათასი კოლომენტრი აქვს სწრაფი რკინიგზა და შესაბამისად, ამ გამოცდილების გადმოტანა, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება, იქნება ძალიან კარგი მიმართულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics