|
2017-08-12 17:32:50, 981 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციაპლიტეტის გომის (თაგინური) მთაზე შუამთობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო და მემთეურებს დღესასწაული მიულოცა. სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დ სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული სანახაობები. დღესვე გომის მთაზე (მთა თაგინური) ელექტრო გადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. გასულ კვირაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის 6 მთის ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო. იალაღების ელექტროფიკაცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. უკვე დასრულების პროცესშია ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)