18:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 13:10:00, 2520 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ საქართველოში ელექტრომობილების იმპორტს იწყებს

ხვალ, 12 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე, “თეგეტა მოტორსის” სათაო ოფისში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. თეგეტას სათაო ოფისი, მე-4-ე სართული), გაიმართება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია თეგეტას შვილობილ კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა” და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელ, BAIC MOTOR-ს (ბაიქ მოტორს) შორის.

BAIC ჯგუფი არის “Beijing Automotive International Corporation”-ი, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე.  „BAIC MOTOR“- არის ლიდერი ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელი.

კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას „BAIC MOTOR“-ის ელექტრომობილი სრულად დააკმაყოფილებს და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.

BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.

ეს არის „BAIC MOTOR“-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.

აღსანიშნავია, „BAIC MOTOR“-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის.

“თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს საქართველოში, როგორიცაა Porsche და Mazda.

 

®





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics