02:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 12:59:52, 2632 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირებისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასე აშშ დიდ ფულს დაზოგავს.

"მინდა  მას მადლობა ვუთხრა , რადგან ზუსტად ახლა ვცდილობთ ხარჯების შემცირებას. ამიტომ, მადლობას ვუხდი რადგან საკმარისად ბევრი ადამიანი გაათავისუფლა და ჩვენ დანახარჯები შეგვიმცირდება", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის დიპლომატიური კორპუსი შეემცირებინა. კერძოდ კი, დიპლომატიური კორპუსის 755 ადამიანი რუსეთში ამერიკის წარმომადგენლობას დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics