|
2017-08-10 14:58:19, 1189 ნახვა
სხვადასხვა
ლიტერატურული კონკურსის – „მოდინახეს“ საფინალო დაჯილდოება 13 აგვისტოს სხვიტორში გაიმართება
13 აგვისტოს ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ მონაწილეებს საჩხერე, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია 14:30 საათზე დაიწყება. როგორც „კვირას“ პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, საკონკურსოდ სულ 100-ზე მეტი ლექსი შევიდა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ წოწორიამ შეარჩია 10 ფინალური ლექსი. ეს 10 ლექსი შემდგომ გადაეგზავნა ჟიურის 7 წევრს დამოუკიდებლად, უგვარ-სახელოდ, რომლებმაც ლექსები შეაფასეს 10-ბალიანი სისტემით. 13 აგვისტოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცემათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები. „პროექტის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა გვიჭერს მხარს, მათ შორის არის ეროვნული ბიბლიოთეკა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც ათივე ფინალისტისთვის გამოყო სასაჩუქრე პაკეტები, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და ასევე არიან ფიზიკური პირებიც. საფინალო დღეს გაიცემა სიმპათიის პრიზები, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ჭიათურის მაორიტარი დეპუტატი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სავარაუდოდ, საჩხერის თვითმმართველობა დააწესებს… ასე რომ, „მოდინახე“ თავის ფინალისტებს და მეგობრებს 13 აგვისტოს ელოდება სხვიტორში. რათა ორგანიზებულად და გეგმის მიხედვით შევძლოთ კონკურსის ფინალის წარმართვა“, – აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა. ფინალისტები არტტურის ფარგლებში მიწვეულნი არიან საჩხერეში ა. წერეთლის სახლ-მუზეუმს და დაათვალიერებენ ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებს. ცნობისათვის: ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ 2014 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური სპონსორობით და ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივით დაარსდა. კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე“ და მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
(NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)