|
2017-08-10 10:39:17, 2831 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გურიისა და რაჭის ახალ გუბერნატორებს პრემიერი რამდენიმე დღეში წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესა და რაჭის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძეს გაწეული სამსახუსრისთვის მადლობას უხდის. პრემიერი დარწმუნებულია, ისინი „ქართული ოცნების“ გუნდში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ მუშაობას. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ ორ რეგიონში ახალ გუბერნატორებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ: „მოგეხსენებათ ყოველდღიურად ჩვენ შევდივართ ფაზაში, სადაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების პროგრამა და ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ისინი გაარგძელებენ ჩვენს გუნდში სხვა პოზიციებზე მუშაობას. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ახალ გუბერნატორებს ამ ორ რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)