08:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 15:57:39, 472 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოსა და ბელარუსს განსხვავებული არჩევანი გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის არჩევანს პატივს ვცემთ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით, საქართველო კი, ევროკავშირის მიმართულებით, ორივე სახელმწიფო ერთმანეთის არჩევანს პატივს სცემს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შემაჯამებელი განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
"ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო აღრმავებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართულებით.მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ  ჩვენს არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყნებს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics