09:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 13:54:25, 464 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილმა დავით შავლიაშვილის პირველ მოადგილეს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, დავით შავლიაშვილის პირველ მოადგილეს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.

როგორც ჯავახიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მას საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ აქვს, თუმცა ის შეიძლება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს.

"არანაირი საკადრო გადაწყვეტილებები  მე თვითონ დაგეგმილი არ მაქვს,  მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ავტომატურ რეჟიმში.მაგალითად, პირველმა მოადგილემ გუშინ ბოდიშის მოხდით განმიცხადა, რომ ცოტახნით უნდა დავისვენოო.შესაბამისად, უნდა მივიღო გადაწყვეტილება ხომ?ასეთი საკითხები  შეიძლება იყოს, თუმცა არანაირი რევოლუცია არ მოხდება, არ უნდა მოემართა,  ის ავტომატურად გადამდგარი იყო.მე შევთავაზე მას გააგრძელე მუშაობა- მეთქი",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
კითხვაზე-ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის პოსტს, ჯავახიშვილმა ასე უპასუხა:

"თქვენ როგორ გგონიათ,  მე გამზადებული გუნდით მოვედი?!",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics