|
2017-08-05 11:01:14, 1167 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM FEST-ის კიდევ 6 მონაწილე შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ, ანაკლიიდან, GEM FEST-ის კიდევ 6 მონაწილე შეიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათგან ოთხი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი კვლავ უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა „6 პაციენტი შემოვიდა წუხელ. აქედან 4 მართვით სუნთქვაზე იქნა აყვანილი. ამ დილით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ოთხივე პაციენტის ექსტუბაცია მოხდა და გადაყვანილი არიან პალატაში. ორი პაციენტი გაეწერა შემოყვანიდან რამდენიმე საათში ბინაზე“, - განაცხადეს პრესსამსახურში. რაც შეეხება 4 აგვისტოს რეანიმაციაში მოთავსებულ მამაკაცს, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. „მამაკაცი კარგად არის, ექსტუბირებულია ისიც, კონტაქტურია, საუბრობს. ჯერჯერობით, ვინაიდან ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო, მაინც რჩება ინტენსიურში და მალე გადავა პალატაში“, - აღნიშნეს პრესსამსახურში. შეგახსენებთ, უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციის დიაგნოზით, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)