02:19 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 10:36:52, 2616 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  ქვემო ქართლის მთავარი  სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილება  „წითელი ხიდის“  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ  2016  წლიდან  ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ე.ჰ. დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულს ბრალი ედება  უკრაინის  სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული  წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics