|
2017-08-04 19:37:31, 961 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი განცხადებით, უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს საქართველოში კვირას გადმოასვენებენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალებისათვის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დიდი დანაკლისია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)