17:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 18:25:07, 2502 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო გმობს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„მ.წ. 30 ივლისის ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებს კრიტიკული შეფასება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება   ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობა უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics