01:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 15:16:10, 2800 ნახვა

სამართალი
შსს პოლიციის მხრიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ცემას კატეგორიულად უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბაქარ ყორშია სსკ-ის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალები უკანონ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„დაკავებულია ერთი პირი. ამ ფაქტზე დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობს 260-ე  მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი“,-აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანაკლიაში მათი მხარდამჭერი დააკავეს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნული, რომ დაკავებული შესაძლოა, პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics