|
2015-04-24 11:38:29, 429 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს დადგმულ სპექტაკლს უწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს კვერცხები ესროლეს, სამწუხარო ფაქტს უწოდებს. თუმცა როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომხდარი ფაქტი ოპოზიციის მხრიდან იყო პროვოცირებული. „ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. ასეთი ალიაქოთი არის ხელოვნური. არავითარი ნეპოტიზმი და კორუფციის ფაქტები იქ არ არის. თუ მსგავსი რამ არის, ამას შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები. არსებობს პოლიცია, ფინანსური სამსახურები, პროკურატურა, ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი. მათი სურვილი და ამოცანაა, რომ როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მუშაობის. მოსახლეობის მხრიდან რეაქციაც იყო მწვავე“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ხალხის აგრესიის შეჩერების მიზნით, ყველა ზომას მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯანიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს წიწილიანი კვერცხები ესროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)