|
2017-08-02 15:11:19, 846 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ესტუმრა
საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ამერიკული დელეგაციის წევრები და აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართველმა გვარდიელებმა სტუმარს ეროვნული გვარდიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრამდე ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელებს პატივი მემორიალთან წუთიერი დუმილით მიაგეს. ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი საქართველოში მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში იმყოფება. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)